tradingview-ს მონაცემებით, 19 ივნისს, სავაჭრო სესიის დასრულებისას WTI-ს ფასი ბარელზე 76.6 დოლარი იყო, ხოლო Brent-ის 80.57 დოლარი. შედარებისთის, კვირის დასაწყისში, 15 ივნისს Brent-ის ფასი დაახლოებით $82.5–$84 დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო WTI-ის ფასმა $79.7–$81 დიაპაზონში მიაღწია ბოლო სამი თვის მინიმუმს.
ნავთობის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰორმუზის სრუტის კრიზისი და მასთან დაკავშირებული მოვლენები.
ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვები პარასკევს გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შედეგად, ნავთობის ფიუჩერსები შემცირდა იმ ოპტიმიზმის ფონზე, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნაკადები გაიზრდებოდა.
თუმცა, 20 ივნისს ირანის სამხედრო სარდლობამ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე განაცხადა. მიზეზად ისრაელის მიერ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის "მუდმივი" დარღვევა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შესახებ წინასწარი შეთანხმების პირველი პუნქტის "შეუსრულებლობა" სახელდება. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბაზარზე ასახვას ორშაბათს, სავაჭრო სესიის განახლებისას ჰპოვებს.




























