მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს ნავთობი და გაზი?

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ვოლატილობის მაღალი დონე ისევ ნარჩუნდება – დღეს ბარელი Brent-ის ფასი 98 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI დაახლოებით 93 დოლარის ფარგლებშია, რაც 1.5%-იან კორექციას წარმოადგენს. მიუხედავად ამ მცირედი კლებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის საშუალოდ 60%-ით არის გაძვირებული.

რუსულ Urals-ს რაც შეეხება, მისი ფასი 114 დოლარის ფარგლებშია, რაც უჩვეულო მოვლენაა, რადგან, როგორც წესი, რუსული ნავთობი Brent-თან შედარებით იაფი ღირს, თუმცა ამჟამად ბაზარზე არსებული ანომალია ჰორმუზის სრუტის პარალიზებით არის განპირობებული. ამჟამად რუსული ნავთობი 127%-ით არის გაძვირებული.

ბუნებრივი აირის შემთხვევაში კვირის განმავლობაში 5%-იან კორექციას ვხედავთ და მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება დაახლოებით 42 ევროს შეადგენს, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 48%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები