მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს

ნავთობი

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბარელი Brent თითქმის $79-მდე დაეცა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 76 დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი 64 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ თვეში 37%-იანი კორექციაა.

საერთო ჯამში, მაისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ 40%-ით არის გაიაფებული.

გარდა ნავთობისა, მკვეთრ ვარდნას განიცდის ბუნებრივი აირიც, რომელიც ამავე პერიოდში 35%-ით არის გაიაფებული და ამჟამად მეგავატ-საათზე 41 ევროდ ივაჭრება.

ენერგეტიკული რესურსების გაიაფება ჰორმუზის სრუტის გახსნის მოლოდინთან და მიწოდების ჯაჭვის აღდგენის პროგნოზთან არის დაკავშირებული, რასაც ირანის სამშვიდობო შეთანხმება განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები