ენერგეტიკული ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება – დღეს ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 88 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი ბარელზე $82-ის ფარგლებშია, რაც ერთ დღეში 0.5%-იან და ერთ კვირაში 6%-იან ზრდას წარმოადგენს.
ნავთობის პარალელურად, გაძვირებულია ბუნებრივი აირიც, რომლის ღირებულებამ ერთ კვირაში 14%-ით მოიმატა და მეგავატ/საათზე უკვე 58 ევროს გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 100%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ენერგეტიკული რესურსების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების დაბრუნებას და ჰორმუზის სრუტის შეფერხებას უკავშირდება, რაც ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინს აჩენს.
როგორც ირანული მხარე აცხადებს, სრუტე იქამდე არ გაიხსნება, სანამ ამერიკული მხარე სამშვიდობო შეთანხმების პირობებს პატივს არ სცემს. თავად ვაშინგტონი კი თეირანს უნდობლობას უცხადებს და პრეზიდენტი ტრამპი ირანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სრული განადგურებით ემუქრება, თუ ქვეყნის მთავრობა ამერიკის პირობებს არ დათანხმდება.




























