მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ოლიმპიური ოქროს მედალი?

მედლაი

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა იწყება. წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ათასამდე სპორტსმენი 32 სახეობაში გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს, მთავარი ჯილდო კი ყველასათვის სანატრელი ოქროს მედალია.

წლევანდელი ოლიმპიადის ოქროს მედალი გამორჩეულად ძვირფასია ბოლო წლების ოლიმპიადებთან შედარებით. ამ წლის ოლიმპიადისთვის 329 ოქროს მედალი დამზადდა, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 950 დოლარს უტოლდება.

ოლიმპიური მედლის დიამეტრი 85 მილიმეტრია, სისქე – 9.2 მილიმეტრი. საინტერესოა, რომ თითოეული მედალი 529 გრამს იწონის, რომლის 95% ვერცხლისგანაა დამზადებული. შესაბამისად, ოქროს მედალში სულ რაღაც 6 გრამი სუფთა ოქროა წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი 18 გრამი რკინაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები