საქართველოში მოპოვებული 5 მლნ მ³ გაზი აუქციონზე იყიდება.
"ნავთობის და გაზის კორპორაციის" მიერ აუქციონზე გამოტანილი ბუნებრივი გაზის საწყისი ფასი 1000 მ³ მეტრზე 648.38 ლარი ანუ დღევანდელი კურსით ($1/ ₾2.6995) 240 დოლარია. ვაჭრობის ბიჯი 5 ლარით და 40 თეთრით განისაზღვრა, შესაბამისად, საბოლოო ფასი საწყის ღირებულებაზე ამ ოდენობის ბიჯების დამატებით განისაზღვრება.
პირობის მიხედვით, გაზის შეძენა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემით მოსარგებლე და აქვს შესაძლებლობა მიწოდების პუნქტში შეძენილი ბუნებრივი გაზის მისი მოხმარების წერტილამდე მიიტანოს. ამასთან, გამარჯვებულმა დამატებით უნდა გადაიხადოს გაზის ტრანსპორტირების საფასურიც.
აუქციონი 19 დეკემბერს 15 საათზე დასრულდება.




























