მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები?

სკორპიონსი

Black Sea Arena-ს Facebook გვერდზე 31 მაისს ჩანიშნული Scorpions-ის კონცერტის საფასო კატეგორიების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. კონცერტზე დასასწრებად ბილეთების ღირებულება 145₾-დან იწყება და VIP ზონის ბილეთების ფასი 550₾-ს აღწევს.

მსურველებს ბილეთების შეძენა 165, 220, და 280 ლარადაც შეეძლებათ. გარდა ამისა, Starring Georgia-ს, თიბისის და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ბილეთებზე გარკვეული შეღავათები ვრცელდება:

-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;

-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;

-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;

-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას;

ბილეთების გაყიდვა ხვალ, 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე Star Ring-ის ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი - ნებისმიერ კატეგორიას.

2024 წელს, Starring Georgia-ს ფარგლებში, პირველ კონცერტს OneRepublic-ი 10 მაისს ჩაატარებს. Scorpions-ის შემდეგ კი Black Sea Arena-ს სცენას Jungle დაიკავებს.

ცნობისთვის, Starring Georgia-ს კამპანია გასულ წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო და, ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. 2-წლინი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები