მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს დასვენება საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტებზე? -Turebi.ge

61d48980201be
მარიამ ადამია
04.01.22 23:56
5361
მიმდინარე წელს საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა მთის კურორტებზე მკვეთრადაა გაზარდილი, რაც გასულ წელს პანდემიის გამო სამთო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვებით არის განპირობებული. ჯავშნების მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე დიდი დატვირთვა გუდაურზე, ბაკურიანსა და სვანეთზე მოდის, სადაც დამსვენებელს მისთვის საინტერესო დასვენების სტილის არჩევის შესაძლებლობა აქვს.

BM.GE დაინტერესდა 2021-2022 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე რა დაუჯდება დამსვენებლს საქართველოში სამთო სათხილამურო კურორტზე როგორც აქტიური, ასევე პასიური დასვენება და ამ კითხვით ტურისტულ კომპანია Turebi.ge-ს მიმართა, რომელიც დასვენების მსურველებს როგორც ტურებს, ასევე სასტუმროში განთავსების სერვისს სთავაზობს. 

მათი მონაცემების მიხედვით, ექსტრემის მოყვარულებისთვის, წელს თხილამურებით ერთჯერადი სრიალის ღირებულება 25-30 ლარია; სნოუბორდით სრიალი - 25-35 ლარი; ბურანით გასეირნების ფასი - 20 ლარიდან იწყება; პარაპლანით ფრენის ღირებულება კი არჩეულ რეგიონზეა დამოკიდებული და ფასებიც შესაბამისად ნაწილდება: ბაკურიანში - 200 ლარი; გუდაურში-300 ლარი, სვანეთში - 350 ლარი.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, გუდაურში დასვენება ერთი ღამის საშუალო ღირებულება 130-220 ლარია; ბაკურიანში 90-195 ლარი; სვანეთში კი 40 ლარიდან იწყება და საშალოდ 120 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნია, რომ ფასები ცვალებადია არჩეულ რეგიონზე და განთავსების ადგილზეა დამოკიდებული. დამსვენებელს სასტუმროს, კოტეჯსა და აპარტამენტს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს.

Turebi.ge-ს ცნობით, საქართველოს მეოთხე სამთო კურორტ გოდერძიზე სათხილამურო ბილიკები და საბაგირო გამართულად მუშაობს და სერვისების საფასო პოლიტიკა სხვა ლურორტების ანალოგიურია. რაც შეეხება სასტუმროებისა და კოტეჯების ფასებს, კოტეჯებში ფასები 100 ლარიდან იწყება, სასტუმროებში 1 ღამით განთავსების ღირებულება 200 დოლარიდან იწყება.

მნიშნელოვანია, რომ საქართველოში ოთხივე სამთო კურორტზე მოქმედ საბაგიროებსა და სასტუმროებში დამსვენებელი კოვიდპასპორტის გარეშე არ დაიშვებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები