2018 წლის ივნისში საქართველოში, დაახლოებით, 400 ათასი ტურისტი შემოვიდა, რაც 2017 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 20%-ით არის გაზრდილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ტურიზმიდან, დაახლოებით, 800 მილიონი დოლარი მიიღო. შედეგად დავინტერესდით თუ რა ღირს მოგზაურობა საქართველოში. ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ საქართველო ცნობილია, როგორც იაფიანი სამოგზაურო მიმართულება, თუმცა მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება.
სტუმარი: ვატო ასათაშვილი – ჰელისკი ჯორჯიასა და ყაზბეგი ჰელიკოპტერსის ხელმძღვანელი


































