მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ნუში საერთაშორისო ბაზარზე?

63caaa103bca3
ალა ისპირიანი
20.01.23 19:00
1429
ქართული ნუშისთვის პერსპექტიული ბაზრები ევროპა და გალფის ქვეყნებია, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ექსპორტი ფერხდება ჭარბი მოსავალი და საერთაშორისო ბაზარზე ნუშზე არსებული დაბალი ფასია. ასოციაციის ცნობით, ფერმერებმა წელს დაახლოებით 600 ათასი ტონა ნუშის და ამდენივე მოცულობის კაკლის მოსავალი მიიღეს, თუმცა კაკლისგან განსხვავებით რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ ნუშის შემთხვევაში შეიქმნა.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ლერი ტაბატაძე ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე ნუშზე მოთხოვნა არ არის, რადგან ჯერ-ჯერობით მისი მოხმარების კულტურა არ გვაქვს.

როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, აუცილებელია საექსპორტო ბაზრების გაცნობა და ათვისება, რადგან ნუშის რეალიზაცია იქ მოხდეს.

„იმის გარდა, რომ შიდა ბაზარზე მოხმარების კულტურა არა გვაქვს. ასევე, ნუშის გადამამუშავებლები არ არის, რამაც შეიძლება ეს პროდუქცია გადაამუშაოს. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ. ხარისხიანი პროდუქტი კი ექსპორტისათვის მნიშვნელოვანია. ასევე გვჭირდება სერტიფიცირება, რომ ევროპულ ბაზრებზე მოვხვდეთ და ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ.

ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამოფენებზე სიარული საკმაოდ ძვირადღირებულია. ჯერ ახალგაზრდა დარგი ვართ და ასეთი არხები დალაგებული არა გვაქვს. უნდა მოვძებნოთ ჩვენი ფოკუს ბაზრები და ამაზე გავაკეთოთ სწორება. გავიგოთ რა სჭირდებათ მათ. ჩვენი არსებული მანქანა დანადგარები, საწარმოები გადავაიარაღოთ და ისეთები შევქმნათ რაც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ლერი ტაბატაძემ.

რაც შეეხება ნუშის ფასს საერთაშორისო ბაზრებზე, იგი ამბობს, რომ 3-დან 7 ევრომდე მერყეობს. კაკლის ღირებულება კი 2,5-დან 3 ევრომდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები