მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს Xiaomi-ს ყველაზე ბიუჯეტური ტელევიზორი?

5f771f8d63631
ნათია თაქთაქიშვილი
03.10.20 16:00
2664
ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ყველაზე ბიუჯეტური ტელევიზორი წარადგინა. ახალი ტელევიზორის სერია Smart TV A-ს ახალი მოწყობილობაა. მოდელი Smart TV A32 Xiaomi-ს ტელევიზორების ხაზში ყველაზე იაფიანია.

სმარტ ტელევიზორები გაყიდვაში 1 ოქტომბრიდან გამოვიდა და ის ამ ეტაპზე მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი. იგეგმება თუ არა მისი მსოფლიო ბაზარზე გამოშვება, ჯერჯერობით უცნობია. მისი ღირებულება 799 იუანია (117$).

Smart TV A32 აღჭურვილია 64-ბაიტიანი ორბირთვიანი A53 პროცესორით, რომელსაც 8 გიგაბაიტიანი ოპერატიულ მეხსიერება მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზორი ასევე აღჭურვილია ხმოვანი კონტროლით, რის მეშვეობითაც მას შეუძლია გააკონტროლოს სახლის ე.წ ჭკვიანი მოწყობილობები, კონდიციონერებისა და სხვა ტექნიკის ჩათვლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები