14 ნოემბრის მონაცემებით, ყველაზე ფართო მოხმარების ტოპ ათი მედიკამენტის ღირებულება შემდეგია(ფასები მოცემულია ერთ კოლოფზე, სააფთიაქო ქსელების: ჯიპისი, პე–ეს–პე და ფარმადეპოზე დაყრდნობით):
1. ფრაქსიპარინი - 207.00 ლ
2. ქსარელტო - 203.85 ლ
3. დეტრალექსი - 64.20 ლ
4. კარდიომაგნილი - 14.40 ლ
5. ტრიპლიქსამი - 51.90 ლ
6. პრესტანსი - 44.50 ლ
7. ნოშპა - 19.60 ლ
8. ნატრიუმის ქლორიდი - 4.95 ლ
9. აუგმენტინი - 27.35 ლ
10. ეთანოლის სამედიცინო ხსნარი - 2 ლ
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი ფასები თითოეული წამლის საწყისი ღირებულებას წარმოადგენს, ანუ ფასი კონკრეტული სააფთიაქო ქსელის ფასდაკლების და აფთიაქის ლოიალური მომხმარებლის ბარათის შეღავათების გარეშე. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ზოგადად, წამლების ფასებიც ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქციის, ცვალებადია და უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულ დროს ესა თუ ის მედიკამენტი არის თუ არა დეფიციტური. ჩამოთვლილი ტოპ 10 მედიკამენტი კვირის განმავლობაში წამყვან სააფთიაქო ქსელებში დეფიციტური არ ყოფილა.
გასული კვირის ბოლოს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მედიკამენტების გაზრდილ ფასებს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ამაზე დროული რეაგირება მოახდინოს. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა წამლის გაზრდილი ფასების გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, უკვე დაწყებულია.




























