მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის? - ირმა დაუშვილის პასუხი

6421ac86dc36c
ალა ისპირიანი
27.03.23 20:55
547
“სანამ თითოეული მოქალაქე არ გაითავისებს, რომ ეს ქვეყანა მისი შესაცვლელია, მანამდე არაფერი გამოვა“, - ამის შესახებ კომპანია Dio-ს გენერალურმა დირექტორმა და კურორტ ნუნისის თანადამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას განაცხადა.

“სანამ თითოეული მოქალაქე არ გაითავისებს, რომ ეს ქვეყანა მისი შესაცვლელია, იქამდე ჩვენ გვექნება სხვისი იმედი, სანამ ვეძებთ ოდიოზურ ლიდერებს, სანამ ჩვენი ძალის იმედი არ გვექნება და სანამ არ ვიფიქრებთ, რომ ამ ქვეყნის შეცვლა თავადვე შეგვიძლია, იქამდე ყოველთვის ვიქნებით სხვის იმედზე და არაფერი გამოვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობას ვესაუბროთ მათ ენაზე, სოციალური სივრცის ენაზე, ამ თაობამ უნდა მოინდომოს ყველაფრის შეცვლა.

რაც შეეხება კითხვას, - რას უნდა დაესვას წერტილი? - მან თქვა, რომ "უპირველესად კორუფციას, ნეპოტიზმს და ნიჰილიზმს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები