მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გზის გავლა და ფინანსები სჭირდება მიგრანტს ამერიკაში ლეგალური ცხოვრების მოსაპოვებლად?

63d8e184adc52
თინათინ ნატმელაძე
01.02.23 00:00
746
აშშ-ის საიმიგრაციო სასამართლოს თარჯიმანი და ნოტარიუსი მარიტა მაზანიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში" იმ დეტალებზეც ჰყვება, რომელიც ამერიკაში ლეგალური ცხოვრების მოსაპოვებლადაა საჭირო.

მისი ცნობით, ლეგალური ცხოვრების მოპოვება საკმაოდ ბევრ ბიუროკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული, რასაც, თავის მხრივ, ფინანსური რესურსებიც სჭირდება.

„ყველას ვურჩევ, რომ ამერიკაში გამომგზავრებამდე ბევრი სამართლებრივი საკითხი მოიძიონ, ადამიანებს აქ ჩამოსვლის შემდეგ სხვადასხვა უფლებების მოპოვება უწევთ, იქნება ეს მუშაობის უფლება, მოგზაურობის უფლება თუ ა.შ. მთავარი დაბრკოლება, რასაც აქ ცხოვრებისას წააწყდებიან არის დასაქმების სფერო და საცხოვრებელი, რაც ასევე ჯობს, რომ წინასწარ ჰქონდეთ მოძიებული.

მნიშვნელოვანია რა სტატუსით ჩამოდის აქ მიგრანტი, ვისთან უწევს შეხება ამერიკის სახელმწიფოს, საიმიგრაციო სასამართლოშია თუ მისი საქმის დაწყება მოქალაქეობის და საიმიგრაციო სერვისის სააგენტოში შეუძლია. ამ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, არიან პარალეგალები და ძალიან გამოცდილი ადვოკატებიც, რომლებსაც შეუძლიათ, რომ დახმარება გაუწიონ მიგრანტებს.

რაც შეეხება სერვისების მიღების საფასურს, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, იწყება 500 დოლარიდან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, 5 000-10 000 დოლარამდე გაიზარდოს, ან სულაც მეტი თანხა მოიცვას", - განაცხადა მარიტა მაზანიშვილმა.

მაზანიშვილი ჰყვება, რომ მისი საქმიანობა და მიზანი სწორედ მიგრანტების დაკვალიანება, ერთგვარი გზის მიცემა და მათთვის ამ გზის გამარტივებაა. კითხვაზე, ძირითადად რა მიზეზების გამო ჩადიან მიგრანტები ამერიკაში, მარიტა მაზანიშვილი პასუხობს, რომ ეს უმეტესად დაკავშირებულია ფინანსურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან.

რაც შეეხება აშშ-ში არსებულ სამუშაო ბაზარს, საიმიგრაციო სასამართლოს თარჯიმანი „ქალების ნარატივში“ ჰყვება, რომ სახელმწიფოს, ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი ცვლილებები არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობის გაზრდამ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნის დაკმაყოფილება შედარებით გაართულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები