მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა იცვლება საბანკო რეგულაციებში? ნიკოლოზ გაგუა საქმის კურში

BM.GE
19.12.19 18:43
992
საქართველოს ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების დაკრედიტების წესებს შეცვლის, რის შედეგადაც კომერციულ ბანკებს მიეცემათ უფრო დიდი სივრცე - გასცენ თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სესხი. საბანკო რეგულაციების შერბილების შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მემორანდუმის მუხლებში, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერენ. კობა გვენეტაძის განმარტებით, სექტორის ზრდა ზღუდავდა სხვა მიმართულებით სესხების ზრდას, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესი, კორპორატიული სექტორი და აქედან გამომდინარე ძალიან აუცილებელი იყო პასუხისმგებლიანი დაფინანსების წესების შემოღება, რომელსაც ძალიან ბევრი ცენტრალური ბანკი ახორციელებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ გარკვეული პერიოდი იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ ვნახოთ რა არის დასახვეწი და რა არის შესაცვლელი.


სტუმარი: ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები