მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ინფორმაცია მიეწოდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შეხვედრაზე? - საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

ელჩები
29.07.24 20:10
268

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებთან, ასევე საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„2024 წლის 29 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია „2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების თაობაზე“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ საქმიანობისა და რეფორმების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის.

„პირველ რიგში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიეწოდათ ინფორმაცია ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ საქართველოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, იმ რეფორმების თაობაზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის. ასევე, მიეწოდათ სრული ინფორმაცია საქართველოს მიერ როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ, იმ ვალდებულებების მხრივ, რომლებიც ჩვენ ავიღეთ როგორც უკვე კანდიდატმა სახელმწიფომ და რომელსაც ერთგულად მივყვებით. იმედი გვაქვს, ეს ერთგულება და საქმიანობა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს, წლის განმავლობაში პოზიტიურად შეფასდება, შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც იქნება ადეკვატური და სწორედ იმ შედეგების შესაბამისი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აჩვენებს და დებს ამ მიმართულებით. მე მართლაც მაქვს იმედი, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი ნამდვილად პროგრესული სახელმწიფო კანდიდატებს შორის გაფართოების პაკეტში, მთლიანად იქნება შესაბამისად შეფასებული და მიღწეული იქნება ის მიზანი, რასაც ჰქვია, პირველ რიგში, მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთან და შემდგომში უკვე სრული ინტეგრაცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები