2024 წელს თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 1.96 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის 15 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი 1.76 მილიარდი ლარის ოდენობით, თუმცა როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, გასულ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რის გამოც წელს ბიუჯეტს 100 მილიონი ლარი გადმოჰყვა, ასევე 100 მილიონი ლარი არის გადმოსული სხვადასხვა პროექტის ათვისების ბიუჯეტიდან, რომელთა შესრულებაც წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა 200 მილიონი ლარით იზრდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში თებერვალში აისახება და მასზე საკრებულო იმსჯელებს.
დღესვე დედაქალაქის მერმა დააანონსა ახალი პროექტი, რომელსაც მერია აფინანსებს. საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგები საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი, გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს. ეს რა თქმა უნდა ერთად ერთი პროექტი არ არის, რომელიც თბილისში წლის განმავლობაში დაიწყება ან დასრულდება.