მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?

"ქართული ოცნება" "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზეც მუშაობს, კერძოდ საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის ჩატარების პროცესს ამარტივებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი გასული კვირის მიწურულს უკვე განიხილა.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება რამდენიმე ახალი ჩანაწერი, განსხვავებულად დაიწერება უკვე არსებული, შედეგად კი შესაძლებელი გახდება რეორგანიზაციის პროცესის გამარტივება იმგვარად, რომ ამ მოტივით გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემობრუნება ვეღარ შეძლოს. ამას გარდა აღარ იქნება შესაძლებელი სასამართლო დავის შემდეგ მათ მიიღონ განაცდური.

სტუმარი: ნიკა სიმონიშვილი - იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები