მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იზოგება დანაზოგებით?

64339bfef343a
BM.GE
10.04.23 11:00
970
რას ზოგავს დანაზოგები სინამდვილეში? გთავაზობთ ინტერვიუს კრიპტალის აღმასრულებელ დირექტორთან ხვიჩა კოპინაძესთან.

როგორ შეაფასებდით საქართველოში ანაბრების და დანაზოგის ბაზარს. რა შესაძლებლობებია საქართველოში დღეს ამ მხრივ?

სამწუხაროდ დღეს დანაზოგი არის მხოლოდ ის რასაც ვერ ხარჯავ, რადგან შესაძლებლობა დაგროვების დიდი არ არის. საბანკო პროდუქტების გარდა თითქმის სხვა ალტერნატივები არ არის, როგორც დასავლეთში (ბონდები, სთოქები, ინდექს ფონდები).

ლარში თუ არ ზოგავ პროცენტები ერთ წლიან ვადიან ანაბრებზე არის 0.8-1%-მდე, რაც ნიშნავს რომ 1000$-ს ერთი წლით გაყინვის შემთხვევაში წლის ბოლოს აიღებ 1010$-ს რაც არ უღირს მომხმარებელს.

ლარში დანაზოგის გაკეთება მიმზიდველია, პროცენტი მაღალია, მაგრამ ლარის არასტაბილურობა და მაღალი ინფლაცია ბენეფიტს ჭამს და რისკი არის, რომ იზარალო, არა თუ სარგებელი მიიღო.

სამწუხაროდ, ამ ქართული ბაზარი თავისებურად მუშაობს და ცოტა არ იყოს - შეზღუდულიცაა. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლებისთვის მთავარი არჩევანი - საბანკო პროდუქტებია - ვადიანი ან უვადო ანაბრები, მაშინ როცა დასავლურ ბაზარზე ინვესტორებს აქვთ საშუალება ამ ფორმის პასიური შემოსავლის რამდენიმე ალტერნატივა ჰქონდეთ - აქციების, ფასიანი ქაღალდების, ბონდებისა თუ ინდექს ფონდების სახით. ჩვენთან ამ მხრივ “დანაზოგებია” ბაზრის ლიდერი. თუმცა, ეს დანაზოგებიც შინაარსობრივად, თითქოს მნიშვნელოვნად განსხვავდება უცხოური “Saving”-ებისგან.

აქაც, რეალურად ორი ალტერნატივაა - დანაზოგის ლარში განთავსება, ან უცხოურ ვალუტაში (დოლარი, ევრო). ორივე გადაწყვეტილებას აქვს თავისი მინუსებიც.

უცხოურ ვალუტაში ანაბრებზე უკუგება საკმაოდ მცირეა - რაც საშუალოდ, 1 წლიან დანაზოგზე - 0.8-1% სარგებელს გულისხმობს. მეორე მხრივ, ლარში გაცილებით მაღალია, თუმცა ინფლაციების გათვალისწინებით, სარგებელი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პირობითი გამოდის.

შედეგად, ვიღებთ, რომ დანაზოგი რეალურად მხოლოდ ის თანხაა, რომელსაც უბრალოდ მომხმარებლები არ ხარჯავენ. არადა, დანაზოგების ერთერთი მთავარი დანიშნულება დამატებითი, პასიური შემოსავლისა და მოგების მიღება უნდა იყოს. სწორედ ეს განაპირობებს აქაური ბაზრის თავისებურებას. დანაზოგით მხოლოდ იზოგება დანახარჯი - იზღუდება ფულზე წვდომა ერთი წლით და ამონაგებიც მინიმალური რჩება.

რა ქნას საქართველოს მოქალაქემ, რა ალტერნატივები არსებობს, როგორ შექმნას დანაზოგი?

დანაზოგი ჩვენს კულტურაში არის ის რაც უნდა იყოს ურისკო და ის რაც უნდა დააგროვო, მაშინ როდესაც დასავლეთში დანაზოგი ინვესტიციის ფაქტორის გარეშე არ არსებობს და როდესაც ინვესტიციაზე საუბრობ, მინიმალური რისკი სულ არის.

რაც შეეხება ალტერნატივებს, მთავარი პროდუქტი არის საბანკო ანაბარი, რაზეც დაბალი პროცენტია. სხვა პოპულარული ალტერნატივა არის უძრავი ქონება და ბიზნესის დაწყება, მაგრამ პირველს მაღალი კაპიტალი ჭირდება და მეორეს მაღალი რისკი აქვს.

ყველაზე ნაკლებად ცნობილი ალტერნატივა დღეს არის ის პროდუქტები, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის განვითარებამ მოგვიტანა.

მთავარი ალტერნატივა არის საბანკო ანაბარი. რაზეც სარგებელი/პროცენტი დაბალია. სხვა პოპულარული ალტერნატივაა უძრავი ქონება და ბიზნესის დაწყება, მაგრამ პირველს მაღალი კაპიტალი სჭირდება და მეორეს მაღალი რისკი აქვს. ყველაზე ნაკლებად ცნობილი ალტერნატივა დღეს ის პროდუქტებია, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის განვითარებამ მოგვიტანა.

ჩვენს კულტურაში დანაზოგი ასოცირდება ურისკო, დასაგროვებელ აქტივად, მაშინ როდესაც დასავლეთში დანაზოგი ინვესტიციის ფაქტორის გარეშე არ არსებობს და როდესაც ინვესტიციაზე საუბრობ, მინიმალური რისკი სულ არის.

როგორც უკვე ვახსენეთ, ქართულ ალტერნატივაში დანაზოგი ცოტა სწორხაზოვნად აღიქმება - რაც გულისხმობს ძირითადად ანაბრის ფორმას. ამ მხრივ, მთავარი ფაქტორი რისკის მინიმიზაციაა - მომხმარებელი ელის, რომ ბანკისგან გარანტირებულად მიიღებს უკუგებას - თუნდაც მცირეს. დანაზოგის რისკის ქვეშ დაყენება მომხმარებლის მთავარ შიშს წარმოადგენს მაშინ, როცა რისკი მომენტალურად აისახება უკუგებაზეც. სწორედ ეს განაპირობებს მაღალ უკუგებებს სხვა ბაზრებზე.

ალტერნატიულად, მომხმარებლები დანაზოგის ინვესტირებას ძირითადად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ. მათ შორის ყველაზე პოპულარულია უძრავი ქონება, ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება. თავის მხრივ, უძრავი ქონება დიდ კაპიტალს საჭიროებს, საკუთარი ბიზნესი კი როგორც კაპიტალს, ასევე ამ კაპიტალის ეფექტიანად მოხმარებასა და რისკებთან გამკლავებას.

არადა, თანამედროვე სამყაროში უკვე გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო ალტერნატივები არსებობს, რომლებიც ინვესტორებს არა მხოლოდ სტაბილურ შემოსავალს, არამედ მაღალ უკუგებასა და ამ ინვესტიციის გრძელვადიან ზრდასაც ჰპირდება. ამ მხრივ კი კრიპტო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცეა - სადაც დეცენტრალიზებული ფინანსების კონცეფცია - ერთი მხრივ ძალიან საინტერესო პროექტებს და მეორე მხრივ, უდიდეს განვითარებასა და პოტენციალს აჩენს, რომელიც აუცილებლად ასათვისებელია.

კონკრეტულად რა იგულისხმება კრიპტო ინდუსტრიის შექმნილ პროდუქტებში?

კრიპტო ინდუსტრიამ შექმნა ფინანსური პროდუქტების ახალი განზომილება, როგორც კრიპტოვალუტების და ნფტ-ების სახით, ასევე კრიპტო ანაბრები, რომელიც რეალურად საბანკო ანაბრების ანალოგია უკეთესი პირობებით.

რადგან ჩვენთან არ არის კრიპტო ინდუსტრიის მიმართ მაღალი ცნობადობა და ზოგადად კრიპტო ინდუსტრიაში შესვლა საშუალო მომხმარებლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, ჩვენი, კრიპტალის მისიაა რომ გავუმარტივოთ ადამიანებს კრიპტო ადაპტაცია. სწორედ ამიტომ ვქმნით ყველაზე მარტივ და ქართველ მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს. მათ შორის ახლახან გავუშვით კრიპტო ანაბრის ფუნქცია.

კრიპტო ინდუსტრიამ შექმნა ფინანსური პროდუქტების ახალი განზომილება, როგორც კრიპტოვალუტების და ნფტ-ების სახით, ასევე პროდუქტი დაგროვებისთვის, კრიპტო ანაბრები, რომელიც რეალურად საბანკო ანაბრების ანალოგია უკეთესი პირობებით.

რადგან ჩვენთან არ არის კრიპტო ინდუსტრიის მიმართ მაღალი ცნობადობა და ზოგადად კრიპტო ინდუსტრიაში შესვლა საშუალო მომხმარებლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, ჩვენი, კრიპტალის მისიაა რომ გავუმარტივოთ ადამიანებს კრიპტო ადაპტაცია. სწორედ ამიტომ ვქმნით ყველაზე მარტივ და ქართველ მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს. მათ შორის ახლახანს გავუშვით კრიპტო ანაბრის ფუნქცია.

კრიპტო და ზოგადად ბლოკჩეინ ინდუსტრიამ ფინანსების ინდუსტრიაშიც შექმნა სრულიად ახალი განზომილება - არა მხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ NFT-ებისა და ზოგადად ამ ტოკენ ეკონომიკის სახითაც. ეს ინდუსტრია ყოველდღე გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომელიც სტანდარტული ფინანსური პროდუქტების ახალ, გაუმჯობესებულ და განვითარებად გადაწყვეტებს გვთავაზობს - როგორც ტრანზაქციებისა და ვაჭრობის, ასევე საბანკო პროდუქტების მხრივაც. ამის ერთერთი ძალიან კარგი მაგალითია ე.წ. „სტეიკინგი“ - იგივე კრიპტო ანაბარი, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება გლობალური მასშტაბით. ეს პროდუქტი აძლევს საშუალებას კონკრეტული ვალუტის მფლობელებს, მიიღონ სარგებელი ამ აქტივის ფლობისთვის - სხვადასხვა პროტოკოლისა თუ კონცეფციის მიხედვით. უკუგება და ამონაგები აქ გაცილებით მაღალია - სტანდარტულ ვალუტებთან შედარებით და ამასთან, რაც უფრო დინამიკურია ვალუტა, მეტია სარგებლის განაკვეთიც. შესაბამისად, გლობალურად უამრავი ადამიანი ირჩევს უკვე ამ პროდუქტს პასიური შემოსავლის გამომუშავებისთვის.

როგორც ქართული კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, ამ ტენდენციას არც ჩვენ ჩამოვრჩეთ და გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა კრიპტო ანაბრები - ახალი, უფრო მომგებიანი და ნაკლებრისკიანი ალტერნატივა დანაზოგებისთვის. ჩვენი მისიაა, კრიპტოვალუტა მასობრივად უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ - ეს კი წარმოუდგენელია ამ ინდუსტრიაში მეტი ადამიანის ჩართვის გარეშე. გვჯერა რომ კრიპტო ანაბრები მეტად მიმზიდველი პროდუქტი იქნება მათთვის, ვისაც სურს, რომ არა მხოლოდ დაზოგოს საკუთარი თანხები, არამედ უფრო მაღალი სარგებელიც მიიღოს და ამასთან, მომავლის ტექნოლოგიების ათვისებისკენაც გადადგას პირველი ნაბიჯები.

რითი განსხვავდება კრიპტო ანაბარი ტრადიციული საბანკო ანაბრისგან?

კრიპტო ანაბარს აქვს ცალსა უპირატესობები რომელთა შორისაცაა: მაღალი სარგებლის განაკვეთი, სარგებლის ყოველდღიური დარიცხვა, არ არის ფიქსირებული დროში და ხელმისაწვდომია სულ, მეტი სარგებლის მიღების მიზნით ანაბრის პორტფელის შექმნის შესაძლებლობა.

შედარებისთვის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გახსნას დოლარის ანაბარი წლიურ 4%-ად რაც 4-ჯერ აღემატება დღეს ბაზარზე არსებულ ალტერნატივებს. თუ უნდა რომ მოახდინოს დივერსიფიკაცია და შექმნას პორტფელი ეგეც არის შესაძლებელი რითაც დააბალანსებს ამონაგებს რისკთან მიმართებაში. ყველაზე მაღალი სარგებლის მქონე ანაბარი გვაქვს წლიურ 30%.

კრიპტო ანაბარს აქვს ცალსახა უპირატესობები, როგორიცაა: მაღალი სარგებლის განაკვეთი, სარგებლის ყოველდღიური დარიცხვა, არ არის ფიქსირებული დროში და ხელმისაწვდომია სულ, მეტი სარგებლის მიღების მიზნით ანაბრის პორტფელის შექმნის შესაძლებლობა, დივერსიფიკაცია.

შედარებისთვის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გახსნას კრიპტო ანაბარი დოლარში წლიურ 4%-ად რაც 4-ჯერ აღემატება დღეს ბაზარზე არსებულ ალტერნატივებს.

თუ უნდა რომ მოახდინოს დივერსიფიკაცია და შექმნას პორტფელი ეგეც არის შესაძლებელია დივერსიფიკაცია, პორტფელის შექმნა, რაც დააბალანსებს ამონაგებს რისკებთან მიმართებაში.

ყველაზე მაღალი სარგებლის მქონე ანაბარი გვაქვს წლიურ 30%.

კრიპტო ანაბრის მთავარი უპირატესობები მაღალი სარგებელი და მეტი მოქნილობაა. უფრო დეტალურად: კრიპტო ანაბრის საპროცენტო განაკვეთები სტაბილურ კრიპტოვალუტაში (რაც გულისხმობს კრიპტოვალუტებს, რომელიც პირდაპირაა მიბმული დოლარის კურსთან) 4%-იდან იწყება და 30%-მდეც აღწევს.

მეტი მოქნილობა კი იმას გულისხმობს, რომ არაა აუცილებელი თანხის განთავსება ფიქსირებული პერიოდით. ანაბარზე განთავსებული თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ამასთან, გამომუშავებული სარგებელიც ყოველდღიურად ირიცხება შენი საფულის ანგარიშზე.

შედეგად, შესაძლებლობები საკმაოდ დიდია - პორტფოლიოს დივერსიფიკაციის შემთხვევაში ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ანაბარზე საკმაოდ კარგი სარგებლის მიღება - თანაც რისკების დაზღვევითა და მინიმიზაციით. მარტივი შედარებისთვის, ერთი და იმავე მოცულობის ანაბარი სტაბილურ კრიპტო დოლარში - საშუალოდ 4-ჯერ მაღალ უკუგებას აძლევს მომხმარებელს, ვიდრე იგივე თანხის დოლარის საბანკო ანაბარზე განთავსება. პორტფელის გამრავალფეროვნებით კი ეს სარგებელი საგრძნობლად შეიძლება გაიზარდოს.

შეჯამებისთვის, კრიპტო ანაბარი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატივაა - რომელიც არა მხოლოდ მეტ სტაბილურ სარგებელს განაპირობებს, არამედ ახალი ინდუსტრიის კარსაც აღებს, რომელიც გვჯერა, რომ მომავლის განუყოფელი ნაწილი იქნება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები