თანამედროვე ქორწილები ხშირად შოუს ტიპის წვეულებებია, რომელსაც სპეციალური ორგანიზება და სოლიდური ხარჯები სჭირდება. რა ჯდება საქართველოში 100-კაციანი ქორწილის ორგანიზება, - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ Laka Wedding-ის დამფუძნებელმა, ლაკა წერეთელმა ისაუბრა.
„ყველა ქორწილის ფასი ინდივიდუალურია, გააჩნია როგორია წყვილის მოთხოვნები. ჩვენი გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს მათ ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლებელია დაბალბიუჯეტიანი ქორწილიც ძალიან ლამაზი გამოვიდეს. თუმცა 100-კაციანი საქორწინო მომსახურების ღირებულება ჩვენს კომპანიაში 15 000 ლარიდან იწყება", - განაცხადა ლაკა წერეთელმა.
Laka wedding-ის საქორწილო სერვისი ემსახურება არამარტო ადგილობრივ წყვილებს, არამედ წყვილებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, აფრიკიდან და სხვა. როგორც ლაკა წერეთელი ამბობს, უცხოელებისთვის ყველაზე მიმზიდველი საქორწილო ადგილები თბილისი და კახეთია.
„ჩემთვის მთავარი მოტივატორი არის კმაყოფილი მომხმარებელი, ის ბედნიერი წყვილები, რომელთა არმიაც ჰყავს Laka wedding-ს. სწორედ კმაყოფილი მომხმარებელი უფრო მეტად მიძლიერებს სურვილს, რომ ადამიანებს დაუვიწყარი დღე მოვუწყო", - აღნიშნა ლაკა წერეთელმა.
Laka wedding-ი გეგმავს საქორწილო მასტერკლასების განახლებას იმ პატარძლებისთვის, ვისაც სურს თავად დაგეგმონ თავიანთი ქორწილი და ამას ყოველთვიური სახე ექნება.
Event Company Laka ცხრა წელია ოპერირებს ბაზარზე და არაერთ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა: Womens club Laka, Laka Dance Therapy, Laka Wedding, Laka Event school.