მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება წელს დასვენება თურქეთსა და სეიშელზე საქართველოს მოქალაქეებისთვის? - ტუროპერატორი ტენდენციებზე

60a3fdb78e4be
მარიამ ადამია
18.05.21 23:20
1213
“პარადოქსულად ჟღერს, თუმცა მიუხედავად გაჭირვებისა, გაუფასურებული ლარის კურსისა თუ გაძვირებული ფასებისა, მოგზაურობაზე მოთხოვნა თვიდან-თვემდე მზარდია,” - ამის შესახებ, „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა, გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ დასვენება, არიან გადახდისუნარიანები და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა 2500 ლარს გადაიხდიან, თუ უკვე გაძვირებულ ფასს, ეს ადამიანები მაინც იმოგზაურებენ.

“თუკი ორი წლის წინ მაგალითად სასტუმროს 100 ევროდ ვყიდულობდით და ეს იყო 335 ლარი, დღეს ეს რიცხვი 422 ლარამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს როგორც ჩანს მოქალაქეებისთვის, ვისაც სურთ მოგზაურობა არ წარმოადგენს პრობლემას," - აღნიშნა „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში მოქალაქეებმა საზღვარგარეთ დასასვენებლად სრულ პაკეტზე, უნდა გაითვალისწინო დაახლოებით 1400-1500 ლარი თურქეთის მიმართულებაზე, ხოლო 10 ათასამდე სეიშელზე და სხვა დანარჩენ ქვეყნებზე, რომლებიც გახსნილია ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"მალდივებზე სეზონი უკვე დასრულდა, რადგან ტროპიკული სეზონია და მისი გაყიდვა უკვე ფაქტობრივად, შეუძლებელია, ანალოგიურის თქმა შეიძლება დუბაიზე, რადგან აქ ზაფხულში სიცხის გამო არ დადიან. გარდა ამისა, ჩვენი ახალი მიმართულება ტუნისია, რომელიც პანდემიამდე არ იყო აქტუალური ქართველ მოგზაურებს შორის, მაგრამ ახლა აქტიურად იყიდება ტურები და ის წელს თურქეთის სერიოზული კონკურენტი იქნება”, - აღნიშნა გოგა ქუცნიაშვილმა.

„ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერის თქმით, წელს ქართველ მოგზაურებს შორის ეგვიპტე არ იქნება აქტუალური, სადაც ჩარტერული რეისები 16 მაისიდან შეწყდა და მოქალაქეები სავარაუდოდ, არ წავლენ რადგან უწევთ გადაჯდომა და ეს არ არის კომფორტული და ასევე ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ევროპა საზღვარს გაუხსნის საქართველოს და დაემატება ტურები უკვე ამ მიმართულებითაც.

გიგა ქუცნიაშვილმა ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართა და მოუწოდა დაიწყონ აქტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკება და თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა გახსნან საზღვარი საქართველოსთვის, "აცრილებისთვის მაინც, რადგან 100-დან 5 ქვეყანა შეგვრჩა, რომელზეც მუშაობა გვიწევს და ეს აისახება რიცხვებზე, შემოსავლებსა და მომხმარებლებზე” - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები