მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ამერიკულ საინვესტიციო ბანკინგში?

უოლ სტრიტი

როგორც ჩანს, ამერიკულ საინვესტიციო ბანკებში რამდენიმე წლის წინ დაწყებული კრიზისი, ახლაც გრძელდება.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის ინფორმაციით, საინვესტიციო ბანკები მიმდინარე კვარტალშიც დამაკმაყოფილებზე ცუდ ფინანსურ შედეგს დააფიქსირებენ და თუ ეს მართლა მოხდა, ესე იგი ტენდენცია რიგით მე-14 კვარტალში გადავა.

სანაცვლოდ, შემოსავალი, რომელსაც ბანკები მიმდინარე კვარტალში საინვესტიციო საქმიანობიდან დააგენერირებენ ჯამური შემოსავლის 25%-ზე ნაკლები იქნება, რაც ცუდი შედეგია. თანხობრივად, საპროგნოზო შემოსავალი, რომელსაც JPMorgan Chase-ი, Bank of America, Citigroup-ი, Goldman Sachs-ი და Morgan Stanley-ი დააფიქსირებენ $7.5 მილიარდი იქნება, რაც წლიურად 10%-იანი კლებაა.

ამრიგად, მთავარი ტვირთი კვლავაც ტრეიდერებზე მოდის, რომელთა შემთხვევაში გლობალურ ბაზრებზე არსებული გაურკვევლობა კარგია, რადგან ამ დროს კლიენტები პორტფელის რებალანსირებას არჩევენ, რაც ტრანზაქციებთანაა დაკაშვირებული. უოლ-სტრიტის ბანკების წამყვანი ხუთეული ტრეიდინგით წელს $31 მილიარდს მიიღებს, რაც წლიურად 10%-იანი ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები