მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება სოხუმში?

პროტესტი და ხმაური ოკუპირებულ აფხაზეთში გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დღის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან იყო სროლა და ე.წ ძალოვნებმა გაზი გამოიყენეს, მანამდე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი შეამტვრიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. პროცესების გამწვავება დე ფაქტო პარლამენტის გეგმას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც "რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიცირებაზე მსჯელობა იყო დაგეგმილი, თუმცა შენობის გარეთ მიმდინარე პროტესტის ფონზე სესია გადაიდო. გადაწყვეტილების შემდეგ პროცესები შეჩერებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები