უძრავ ქონებზე მოთხოვნა გადავადებულია. როგორც უძრავი ქონების საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, მიმდინარე პროცესების ფონზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან მოქალაქეები თავს იკავებენ. მოთხოვნის კლება გარკვეულწილად უკვე ასახულია ტრანზაქციებშიც.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ თბილისში გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება აჭარას, 2024 წლის I კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,371 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 22.8%-იანი და კვარტალურად 5.3%-იანი კლებაა.
სტუმრები: ვაჟა მებაღიშვილი - noble real estate-ის დამფუძნებელი;
ნინო აბსანძე - GREA-საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი;