მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე?

„ბაზრის აფეთქებაზე საუბარი აბსურდია, ამის არანაირი მოლოდინი არ გაქვს“ - ეს კომენტარი კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

წულაია ამბობს, რომ სექტორმა სიმყარე კოვიდის დროსაც კი გამოავლინა, როცა 80%-იანი კლება იყო, დღეს არსებული 5%-იანი ვარდნა კი, მისი შეფასებით, ბაზარზე მნიშვნელოვანი რისკების მატარებელი არ არის. წულაია უძრავ ქონებაზე ფასის კლებასაც გამორიცხავს. მისი განმარტებით ბოლო თვეების ტენდენციით, საფინანსო სექტორმა ახალი პროექტების დაფინანსება შეწყვიტა, რაც სამომავლოდ ბაზარზე მიწოდებას შეამცირებს, ეს კი არათუ შემცირების, არამედ ზრდის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

როგორ უყურებენ მიმდინარე მდგომარეობას ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში?

სტუმარი: ილია წულაია - "არქის " დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები