უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 2023 წელს 5.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ყურადსაღებია იმის ფონზე, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წელს ქვეყნის ეკონომიკა თითქმის მესამედით შემცირდა. 2023 წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაგეგმილზე (5%) მცირედით მეტი აღმოჩნდა. უკრაინის სტატისტიკის სამსახური არ საუბრობს ზრდის განმაპირობებლებზე, გამოქვეყნებული განცხადება მხოლოდ ზრდის პროცენტს ასახავს. არაოფიციალური მონაცემებითა და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 2022 წელს უკრაინის მშპ 28.8%-ით შემცირდა. წელს კი მშპ-ის 4.6%-იან ზრდას ვარაუდობენ.