მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კომპანიაა Polygon Foundation-ი, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც ირაკლი კობახიძე შეხვდა

სს

Polygon Foundation-ი 2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას უწყობს ხელს.

ორგანიზაციის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა დღეს ირაკლი კობახიძე შეხვდა. სანდიპ ნაილვალი საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, Polygon Foundation-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც ციფრული ფინანსური ოპერაციების უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხორციელებას ემსახურება.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მოქნილ საკანონმდებლო ჩარჩოსა და ფინტექ კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგილ სიახლეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები