ცნობილია რა კრიტერიუმებით არჩევდა ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის ინვესტორს - აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,ანუ კრიტერიუმებში, თუ არ ჩავთვლით რომ მთავრობამ არ ინება აღნიშნულის შესახებ წინასწარ სცოდნოდა საქმიან საზოგადოებას, რადგან სიტყვით ვართ გამჭვირვალეები, საქმით კი ნებისმიერს შევეჯიბრებით ჩრდილოვანი მმართველობით. მაშ ასე, როგორ და რა კრიტერიუმებით ირჩეოდა ანაკლიას პორტის მომავალი თანამესაკუთრე-აქციონერი, რომელიც დიდი ალბათობით ჩინური კომპანია სისისისი იქნება:
ა) ტექნიკური მოთხოვნა: კანდიდატს ან მისი კონსორციუმის წევრებს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს განხორციელებული სულ მცირე ერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის/ტერმინალის, წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით 5 მლნ ტონა, პროექტირება, მშენებლობა და მოვლა/პატრონობა.
ბ) საინვესტიციო მოთხოვნა: კანდიდატს ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ს უნდა ჰქონდეს განხორციელებული ინვესტიცია სულ მცირე ერთ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის პროექტში, ღირებულებით სულ მცირე 500 მლნ აშშ დოლარი.
გ) ადამიანური რესურსების და მართვის მოთხოვნები: კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს საკმარისი მენეჯერული და ორგანიზაციული შესაძლებლობები პროექტის განსახორციელებლად.
დ) საოპერაციო მოთხოვნები: კანდიდატი ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ი და/ან ქვეკონტრაქტორი, მიმდინარე პერიოდში, უნდა ოპერირებდეს სულ მცირე ორ საკონტეინერო ტერმინალს წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით თითოეულ ტერმინალზე 500 000 TEU ე) ფინანსური მოთხოვნები: კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს ერთობლივად უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური მდგომარეობა, რათა იმოქმედონ როგორც კერძო პარტნიორმა პროექტთან მიმართებით. ალტერნატივის სახით, კანდიდატმა ან კონსორციუმის წევრმა უნდა წარმოაჩინოს დამხმარე წერილი. განზრახულობის წერილები დამფინანსებლებისგან, რათა წარმოაჩინოს პროექტის დაფინანსებისთვის 500 მლნ აშშ დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა”


































