„კოლიერს ჯორჯიას“ წლიური მონაცემების მიხედვით კი, 2023 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,061 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მიუხედავად რაოდენობის კლებისა, ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, რაც გაძვირებული ფასით იხსნება.
გასულ წელს თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 16%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ბათუმს, 2023 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,826 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 9%-იანი კლება აჩვენა. ბათუმის შემთხვევაში 6%-ით, 690 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული ბაზრის ზომა. ძველ და ახალ პროექტებში კი ტრანზაქციების კლება შემდეგნაირად ნაწილდება - ახალ პროექტებში გაყიდვებით 8%-ით, ძველ პროექტებში კი 15%-ით შემცირდა. როგორ ფასდება უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სურათი კოლიერს ჯორჯიას მიერ?
სტუმარი: ლეო ჩიქავა - „კოლიერს ჯორჯიას“ კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;