მას შემდეგ რაც ისრაელის და შეერთებული შტატების სამიზნზე აღმოჩნდა. ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის ისტორიული გაუფასურება და სრული საერთაშორისო იზოლაცია — დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკა უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ეკონომიკური ლოგიკით მსგავსი მასშტაბის კატასტროფა ნებისმიერი მთავრობის მყისიერ დამხობას უნდა იწვევდეს, თეირანის რეჟიმი, რეპრესიული აპარატისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ხარჯზე, ჯერ კიდევ ახერხებს გადარჩენას. რა დგას ირანის ეკონომიკური კოლაფსის უკან, რა როლს თამაშობს ამერიკული სანქციები და როგორ ახერხებს ხელისუფლება აღსასრულის დროებით გადავადებას?






























