უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპთან ერთად მეგა-გარიგების დადებაზე მუშაობს. საქმე ეხება უკრაინული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი დრონების შტატებისთვის მიყიდვას. სანაცვლოდ, ომში მყოფი ქვეყანა ამერიკულ შეიარაღებას მიიღებს. როგორც ზელენსკიმ თქვა, ეს ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი სცენარი იქნება.
ცნობისთვის, უკრაინა აწარმოებს დრონებს, რომლებიც რუსეთში 1,300 კილომეტრის სიღრმეში ხვდება.
გარიგების გაფორმების შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. სავარაუდოდ, ამერიკულ-უკრაინული შეთანხმება გავლენას NATO-ს დრონების სტრატეგიაზეც იქონიებს.
როგორც ცნობილია, შტატები 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში დრონებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაფორმდება შეთანხმება, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.




























