მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებებით და რა დასახელების ტვირთები გადაიზიდა რკინიგზით 2022 წელს?

640071823d64f
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.23 00:00
1175
2022 წლის განმავლობაში რკინიგზის საშუალებით ჯამში 14 მილიონ 772 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა. გადაზიდული ტვირთების 2021 წლის მაჩვენებელს 21.7%-ით აღემატებოდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში რკინიგზის საშუალებით 18 დასახელების სასაქონლო ჯგუფი გადაიზიდა. ტვირთებში ყველაზე დიდი წილი ქვანახშირი და ლიგნიტის; ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფს უკავია. სტატისტიკის მიხედვით, ამ დასახელების ტვირთის მოცულობამ 4 მილიონ 449 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 29.2%-ით აღემატება;

რკინიგზით გადაზიდული სასაქონლო ჯგუფების რეიტინგი ასეთია:

1. ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი - 4.449 მლნ ტონა;
2. ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები; ტორფი; ურანის და თორიუმის მადანი - 3.954 მლნ ტონა;
3. საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო - 1.998 მლნ ტონა;
4. ძირითადი ლითონები; ლითონისგან დამზადებული პროდუქტები, გარდა მანქანებისა და აღჭურვილობისა - 1.031 მლნ ტონა;
5. კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები - 881 ათასი ტონა;
6. სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები - 845 ათასი ტონა;
7. ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები; რეზინის და პლასტმასის პროდუქტები; ბირთვული საწვავი - 812 ათასი ტონა;
8. სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები; თევზი და თევზჭერის სხვა პროდუქტები - 307 ათასი ტონა;
9. არაიდენტიფიცირებადი საქონელი: საქონელი, რომლის იდენტიფიცირება რაიმე მიზეზით შეუძლებელია და ამასთან, არ მიეკუთვნება 01-16 ჯგუფებს - 145 ათასი ტონა;
10. ხე და ხის და კორპის პროდუქტები (გარდა ავეჯისა); ნაწარმი ჩალისა და საქსოვი მასალებისგან; რბილობი, ქაღალდი და ქაღალდის პროდუქტები; ბეჭდური მასალა და ჩაწერილი მედია - 97 ათასი ტონა;
11. სატრანსპორტო აღჭურვილობა - 95 ათასი ტონა;
12. დაჯგუფებული საქონელი: საქონლის სახეობების ნაზავი, რომლებიც ტრანსპორტირდება ერთად - 84 ათასი ტონა;
13. მანქანები და აღჭურვილობა; საოფისე ტექნიკა და კომპიუტერები; ელექტრო მანქანები და აპარატურა; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა და აპარატურა; სამედიცინო, ზუსტი და ოპტიკური ინსტრუმენტები; საათები - 40 ათასი ტონა;
14. მეორადი ნედლეული; მუნიციპალური და სხვა ნარჩენები - 14 ათასი ტონა;
15. ტექსტილი და ტექსტილის ნაწარმი; ტყავი და ტყავის ნაწარმი - 10 ათასი ტონა;
16. ავეჯი; სხვა სამრეწველო საქონელი - 6 ათასი ტონა.

გასული წლის განმავლობაში საქართველოდან სხვადასხვა მიმართულებით რკინიგზით ჯამში 1 მილიონ 269 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ქვეყანაში კი 2 მილიონ 955 ათასი ტონა ტვირთი შემოვიდა. ტრანზიტით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 8 მილიონ 655 ათასი ტონა ტვირთმა გაიარა.
დანიშნულების ქვეყნების მიხედვით, რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი სომხეთის მიმართულებით გავიდა, გადაზიდული ტვირთების მოცულობა ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი მოცულობით ტვირთი - 281 ათასი ტონა სომხეთში გადაიზიდა; მეორე ადგილს ყაზახეთი 122 ათასი ტონით, მესამეს - რუსეთი 106 ათასი ტონით; მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი 29 ათასი ტონით; მეხუთეს უზბეკეთი 24 ათასი ტონა; მეექვსეს - თურქმენეთი 13 ათასი ტონით; მეშვიდეს თითქმის 10 ტონით ბელარუსი; მერვეს ყირგიზეთი - 9 ათასი ტონით; მეცხრეს 7 ათასი ტონით უკრაინა; მეათეს ტაჯიკეთი 7 ათასამდე ტონით; მეთერთმეტეს კი 1 ათას ტონით კი მონღოლეთი.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ტვირთების შემოტანის მონაცემებს, ოფიციალური სტატისტიკით ყველაზე მეტი ტვირთი გასული წლის განმავლობაში რუსეთიდან (1 მილიონ 213 ათასი ტონა) შემოვიდა. ჩამონათვალში გვხვდება ასევე აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ბრაზილია, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბელარუსი და სხვა რამდენიმე ქვეყანაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები