მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მიმართულებებით შეჩერდა/სრულდება ფრენები ახლო აღმოსავლეთში თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან?

ავიარეისები

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, დღეისთვის თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები 8 მიმართულებით არ სრულდება.

აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, რიგი მიმართულებებით, სადაც მარტში ფრენები გაუქმებული იყო, დღეს სიხშირეები აღდგენილია, სხვა შემთხვევაში ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით, ზოგი მიმართულებით კი საერთოდ არ სრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იორდანიაში, ეგვიპტეში და საუდის არაბეთში, ავიარეისები გაწერილი სიხშირეებით სრულდება. დუბაისა და ისრაელში ფრენები სრულდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. ირანში, ბაჰრეინში, ქუვეითში, კატარში, შარჟასა და აბუ-დაბიში კი ავიამიმოსვლა შეჩერებულია.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ისრაელსა და ირანში ფრენები არ სრულდება, ხოლო საუდის არაბეთის შემთხვევაში ავიამიმოსვლა მაისის ბოლომდეა გაუქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები