სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიმდინარე წელს 3 ძირითადი პრიორიტეტი ექნება და 4 მიმართულებით კვლევები გაგრძელდება. გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერის გარდა, წელს ახალი კვლევები არ ჩატარდება. მისი ინფორმაციით, გაგრძელდება ჩრდილოვანი ეკონომიკის მონაცემების შეგროვება. ამასთან, სამსახური 2024-2027 წლების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს. გეგმა 3 მიმართულებას მოიცავს: მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას, იმიჯის გაზრდასა და მონაცემების გამოყენების ხელშეწყობას. როგორია საქსტატის გეგმები და რა გააკეთა მან გასულ წელს?