პროფესიული უნარების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის, კარიერის მართვის მენეჯერების უწყვეტი განვითარების მოდელი შემუშავდა. ანგარიშში წერია, რომ ასევე იქმნება კარიერული განათლების კურსი, რაც პროფესიულ სტუდენტებს კარიერის მართვის განვითარებაში დაეხმარება. კურსის პილოტირება კი, 2023 წელს ორ კოლეჯშია დაგეგმილი.
სტუმარი: თამარ ქიტიაშვილი - სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი