რუსეთმა საწვავის ექსპორტზე გატანა დროებით სრულად შეწყვიტა. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი შიდა მოთხოვნის შეუფერხებლად დაკმაყოფილებაა. ზაფხულის დადგომასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სექტორის მხრიდან. ასევე გახშირდა ტურისტული აქტივობა, რისთვის ხელის შეწყობასაც, ცხადია, მეტი საწვავი ესაჭიროება.
მოთხოვნის გაზრდასთან ერთად გაიზარდა ფასებიც და რადგან დროის ამ მონაკვეთში უფრო მოგებიანი საწვავის ადგილობრივად გაყიდვაა, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომაც პრიორიტეტად ადგილობრივი ბაზარი აქცია. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას აგვისტოს დასრულების შემდეგაც განიხილავს, თუ ეს ბიუჯეტისთვის მეტად მოგებიანი იქნება.




























