მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზნით იყენებენ მომხმარებლები ინტერნეტს?

5d7b7c387d500
ელენე გოგბერაშვილი
14.09.19 16:55
1134
"საქსტატის" კვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 96% ინტერნეტს სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით მოიხმარს.

85,6% ინტერნეტს აუდიო/ვიდეო კავშირის დასამყარებლად იყენებს, ონლაინ გამოცემების წაკითხვის მიზნით კი ინტერნეტ მომხმარებელთა 55,4%-ია დაკავებული.

ინტერნეტს მოიხმარენ ასევე შემდეგი დანიშნულებით:

ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (53.8%),
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.7%),
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.0%),
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (29.8%),
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (19.9%)
და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (17.4%).

ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის, 15 წლის და უფროსი ასაკის, 20.8%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით - საქალაქო დასახლებებში - 24.7 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 12.9 პროცენტი.

აღსანიშნავია, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 92.8%-მა პროცენტმა უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად მობილური მოწყობილობა გამოიყენა. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი-97.8%, 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 62%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.6% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 44.7 %.

2019 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობოთ, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 79.3%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.1 % შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში- 5.1 პროცენტული პუნქტით და 69.9 %ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები