მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზნით მოგზაურობდნენ საქართველოდან უცხოეთში III კვარტალში?

მოგზაურობა

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ III კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელდა 402.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი და 200.9 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ჯამურად მესამე კვარტალში, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.8%-ით 603 ათასამდე შემცირდა.

ცნობისთვის, რომ ტურისტული ვიზიტის დროს იგულისხმება, რომ ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე; ექსკურსიული ვიზიტში კი იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე არ გაათენა ვიზიტის ადგილზე.

რაც შეეხება ვიზიტების მიზნებს, საქსტატის თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (32.0%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. შემდეგ მოდის საყიდლები (31.7%).

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა, 47.4%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 47.0%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები