მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მნიშვნელობა აქვს ყირიმის ხიდს რუსეთისა და უკრაინისთვის?

634511701e01b
თათია კაკიაშვილი
12.10.22 00:20
701
8 ოქტომბერს, აფეთქებამ ხანძარი და დიდი ზიანი მიაყენა ხიდს, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც რუსული მხარე ავრცელებს, ხანძარი სატვირთო მანქანის აფეთქებამ გამოიწვია. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა უკრაინის თავდასხმის შედეგი ყოფილიყო. შეზღუდული საგზაო მოძრაობა ხიდის ერთ ზოლზე იმავე დღეს აღდგა.

უკრაინის ოფიციალურ მხარეს აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ არ აუღია, მაგრამ რეგულარულად კეთდებოდა მინიშნებები ხიდის განადგურების სურვილზე და სოციალურ ქსელებში აფეთქების აღსანიშნად, არაერთი პოსტიც გამოქვეყნდა.

ხიდი მოსკოვმა ააგო, რათა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის კრასნოდარის მხარეს ჩრდილოეთ კავკასიაში დაეკავშირებინა. ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის ფლაგმანი პროექტი იყო, რომელიც 2018 წელს თავად გახსნა. 19 კილომეტრის სიგრძის ხიდის მაშინდელმა ღირებულებამ 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხიდი ქერჩის სრუტეზე ერთადერთი პირდაპირი დამაკავშირებელია რუსეთის სატრანსპორტო ქსელსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის. ეს ამბიციური პროექტი ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდია.

ოფიციალური კიევის განცხადებით, ყირიმის ხიდი გარემოს აზიანებდა და ხელს უშლიდა უფრო დიდი გემების გავლას, რომლებიც ქერჩის სრუტეს კვეთდნენ, რაც საბოლოოდ გემებს აზოვის და შავ ზღვებთან დაკავშირებაში აფერხებდა. ხიდი უკრაინის ოკუპირებული ხერსონის რეგიონში რუსული ძალების მომარაგების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

სექტემბრის ბოლოს, ოფიციალურმა მოსკოვმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონების უკანონო ანექსირება მოახდინა, რომლის მეშვეობითაც ის მიზნად ისახავს ყირიმის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებას, სადაც პრორუსი სეპარატისტები 2014 წლიდან აწარმოებენ აჯანყებას კიევის წინააღმდეგ.

ხიდის დაშლას უკრაინისთვის სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსირების დროს, ოფიციალურმა კიევმა პირობა დადო, რომ რუსეთისგან ყირიმის ნახევარკუნძულს დაიბრუნებს, ისევე როგორც უკრაინის ყველა სხვა ტერიტორიას, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. ამასთან, მხოლოდ ორი სარკინიგზო ხაზი აკავშირებს ოკუპანტს ყირიმთან და ხერსონის რეგიონთან, ხოლო რუსული ძალები მარაგისთვის დიდწილად სარკინიგზო ხაზებს ეყრდნობიან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები