მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა 18 ივნისს? – „ზედაზენის“ დაუვიწყარი სიურპრიზი ფეხბურთის ქართველ ქომაგებს

ზზ
26.06.24 20:45
685

18 ივნისს ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. კომპანია „ზედაზენმა“ გადაწყვიტა, კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად, ამ ისტორიულ დღეს სიურპრიზი მოეწყო ფეხბურთის იმ ქომაგებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო მატჩის ყურებას ვერ მოახერხებდა. ასე მიაკვლიეს გიორგისა და დავითს – დაცვის ბიჭებს, რომლებიც 18 ივნისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. იპოვეს კოჯორში მცხოვრები მწყემსი რამაზი, რომელიც იალაღზე ყოფნის გამო მატჩის ნახვას ვერ შეძლებდა და თორნიკე, სოფელ იუხოს ერთადერთი მოსახლე, რომელიც თამაშით მიღებულ ემოციებს ვერავის გაუზიარებდა.

იმისათვის, რომ ფეხბურთის ამ დიდი გულშემატკივრებისთვის ისტორიული თამაშის ყურება შესაძლებელი გამხდარიყო, „ზედაზენმა“ შექმნა ქომაგმობილი – უზარმაზარი ეკრანით აღჭურვილი მანქანა და ათობით გულშემატკივართან ერთად ამ ადამიანებისკენ დაიძრა. ასე შეძლეს გიორგიმ, დავითმა, რამაზმა და თორნიკემ გამხდარიყვნენ ისტორიული დღის მონაწილეები და გაეზიარებინათ ის უსაზღვრო ემოციები, რომლებიც სადებიუტო მატჩმა ყველა ჩვენგანს მოგვანიჭა.

კამპანიაზე უფრო დეტალურად „ზედაზენის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, მიშა ქურდაძეს, „ზედაზენის“ ქართული ლუდების განვითარების ხელმძღვანელს, მაიკო გოგიაშვილსა და „ლივინგსტონის“ კრეატიულ დირექტორს, ლევან ლეფსვერიძეს ვესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ მიაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს თქვენი კამპანიით?

„ზედაზენისთვის“ თითოეული გულშემატკივარი მნიშვნელოვანი და ძვირფასია, გვეამაყებიან ჩვენი სპორტსმენები და გვახარებს ის მიღწევები, რასაც ქართულ სპორტში ბოლო დროს ვხედავთ. კამპანიის მიზანიც „ზედაზენის“ სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატვა და ქართველი ქომაგების მხარდაჭერა იყო. გვინდოდა, ამ ისტორიულ დღეს იმ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავით, ვინც მატჩის ყურებას ვერ ახერხებდა ან გოლის ემოციის გაზიარება არავისთვის შეეძლო. კამპანია სულ ორი დღეა, რაც ჩაეშვა. გამოხმაურება იმდენად გულწრფელი და სასიამოვნოა, რომ ვრწმუნდებით, მიზანს მივაღწიეთ. ეს კი გვაძლევს მოტივაციას კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ქართული სპორტისა და მისი ქომაგებისთვის", - განაცხადა მიშა ქურდაძემ.

რას მიეძღვნა კამპანია და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა იდეამ?

"ეს კამპანია თავიდან ბოლომდე გემრიელ ქომაგობას ეძღვნება. რეალურად, ის დაიწყო ლუდი „ზედაზენის“ განახლებული ეტიკეტებით, რომლებზეც ქომაგობისას ყველაზე ხშირად გაგონილი ფრაზები – „მიდი, ბოლომდე!“, „აუუ, რა პასი!“ და ა.შ. – დავაწერეთ. ამის შემდეგ კი შევქმენით „ქომაგმობილი“ – „ზედაზენის“ მანქანა, უდიდესი ეკრანით, რომლის დახმარებითაც ჩვენი კამპანიის გმირებს მოულოდნელად გემრიელი ქომაგობის განცდები ჩავუტანეთ. მჯერა, რომ გულწრფელი კამპანიები ყოველთვის ამართლებს. ამას უსაზღვროდ პოზიტიური გამოხმაურებაც მოწმობს. როგორც ჩანს, ხალხს მართლა მოენატრა გულწრფელი სიკეთე ბრენდების მხრიდან. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილი ამბავი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ემოციური სარეკლამო აქტივობა გამოდგა, რაც ფეხბურთის გარშემო ქვეყანაში გაკეთებულა," - განაცხადა ლევან ლეფსვერიძემ.


როგორი იყო კამპანიაზე მუშაობის პროცესი?

"სულ თავიდან, ვფიქრობდით, რომ დიდი ეკრანი მემორიალთან მდგარი ბიჭებისთვის მიგვეტანა, რათა არ გამოკლებოდნენ ამ ისტორიულ მომენტს. შემდეგ გაირკვა, რომ ისინი საღამოს 8 საათამდე ასრულებენ მუშაობას. ამიტომ ალტერნატივაზე დავიწყეთ ფიქრი. ბოლოს შევთანხმდით, რომ მთა და ბარი გაგვეერთიანებინა – ასე მივედით დაცვის ბიჭებიდან მწყემსთან და ერთკაციანი სოფლის მკვიდრთან. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, როცა მოულოდნელად ვიღაც ასეთ სიურპრიზს გიწყობს", - ამბობს ლევან ლეფსვერიძე.

„ზედაზენი“ გერმანიაში მყოფ ქართველ გულშემატკივრებსაც ესტუმრა. მოგვიყევით ამის შესახებ?

„ზედაზენი“ ყოველთვის ცდილობს, გვერდში დაუდგეს ქართული სპორტისა და საქართველოს ქომაგებს. სწორედ ამიტომ, ქართული ლუდი გერმანიაში ჩავიტანეთ და Stellingen-ში მოვამზადეთ „ზედაზენის“ სივრცე, სადაც ჩეხეთის თამაშის წინ ყველა ქომაგს ჰქონდა საშუალება ქართული ნაკრების საგულშემატკივროდ ჩვენი ლუდით შემზადებულიყო. როგორც გვითხრეს ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო უცხო ქვეყანაში ქართული გუნდის საგულშემატკივროდ ქართული პროდუქტის დანახვა.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიაში ჩვენს წარმომადგენელ ჯაბას, რომელიც ქართველია, გერმანიაში ცხოვრობს და სწორედ ის უძღვებოდა ჩვენს ამ ინიციატივას. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განცდა დაეუფლებოდა, ამდენი მონატრებული ქართველი გულშემატკივრის დანახვისას", - განაცხადა მაიკო გოგიაშვილმა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქომაგობა, შეუძლია თუ არა მას რაიმეს შეცვლა სპორტში?

"ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენთვის არასასურველი შედეგები დგება. ქომაგობის კულტურა ნელ-ნელა ვითარდება ჩვენთან – უფრო ორგანიზებული და მობილიზებული ხდება. ძლიერდება ერთიანობის განცდა და ეს ერთიანობა ჩვენს სპორტსმენებზეც მამოტივირებლად მოქმედებს", - ამბობს მაიკო გოგიაშვილი.

"ქომაგობა სპორტის ულამაზესი ნაწილია. ეს უდიდესი ენერგიაა, რომელსაც არათუ სპორტზე, არამედ ადამიანების ცხოვრებაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა", - განაცხადა ლევან ლეფსვერიძემ.

თავად „ზედაზენის“ გუნდი როგორ ქომაგობს ეროვნულ ნაკრებს და რამდენად არის ჩართული ევრო 2024-ის მიმდინარეობის პროცესში?

"წელს ევრო 2024 ჩვენი გუნდისთვისაც ისტორიულია. „ზედაზენის“ ყველა თანამშრომლისთვის დამზადდა საგულშემატკივრო მაისურები და საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან შეხვედრებს ერთად ვუყურეთ. თამაშების დროს წარმოებაც კი გაჩერდა, რათა არც ერთ თანამშრომელს არ გამოეტოვებინა ასეთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა", - განაცხადა მაიკო გოგიაშვილმა.

„ზედაზენი“ მტკიცედ ჩამოყალიბდა ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების ქომაგ ბრენდად და შესაბამისად, არა მარტო ფეხბურთში, არამედ სხვა სპორტული მიმართულებებითაც აქტიური დარჩება.

Credits:

Client: Zedazeni

Director of Marketing and Comunication Relations: Mikheil Kurdadze

Head of Georgian Brands Development: Maiko Gogiashvili

Digital Manager: Tinatin Zekalashvili


Creative Agency: Leavingstone

Creative Director: Levan Lepsveridze

Senior Copywriter: Giorgi Quca Rukhadze

Copywriter: Tornike Kobaladze

Design Team Lead: Matassi Sulakauri

Design Team Project Manager: Anna Ckhonia

Design Team: Nikita Mchedlishvili, Eka Vekua

Junior Art Director: Kote Tokhadze

3D Artist: Giorgi Jinoridze

Motion Designer: Luka Shvelidze

Account Directors: Ekaterine Ebanoidze, Zizi Nasrashvili

Sr. Account Manager: Maia Gumberidze

Lion Account Manager: Lana Bachaliashvili

Administrative Team: Erekle Zurmukhtashvili, Natia Demetradze, Nana Tushishvili, Pikria Javashvili

PRODUCTION COMPANY FIRE PRODUCTION

Director: Tevdore Gogoladze

Executive Producer: Tamar Tvaradze

Producer: Mariam Zubashvili

Unit Producer: Giorgi Mgeladze, Tina Khizanishvili

DOP Team: Nikoloz Chavchavadze, Viktor Sakvarelidze, Avto Jangveladze, Sandro Kutidze, Guga Gelashvili, Giorgi Psitidze

Drone: Giorgi Ugrekhelidze, Giorbelidze

Set Designer: Shota Izoria

Location Manager: Nikusha Lebanidze, Giorgi Surguladze

Set Manager: Valerian Urushadze

Production Assistant: Dimitri Mamporia, Zaliko Kikodze, Sopio Khetsuriani

Editing and Motion Graphics: Vako Kiladze

Sound Design: UZUPO

Sound Artist: Vano Kurasbediani

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები