მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოლოდინებია ავტოინდუსტრიაში? - 2030 წლიდან, Volvo ჰიბრიდულ ავტომობილებს მაინც გამოუშვებს

შვედურმა ავტოგიგანტმა volvo-მ რომელსაც 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი, კვლავ გეგმავს ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებას. როგორც Volvo-ში ამბობენ, ათიდან ცხრა ავტომობილი, რომელსაც კომპანია 2030 წლისთვის გამოუშვებს ელექტრომობილი ან პლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება, ხოლო ლიმიტირებული რაოდენობით, კომპანია მაილდ-ჰიბრიდულ ავტომობილებსაც გამოუშვებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს პროცესი ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინათ. აღსანიშნავია, რომ volvo-ს მსგავსად სხვა ავტომწარმოებლებმაც განაცხადეს ელექტრომობილების წარმოების შემცირებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები