ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, პოლიტიკური კრიზისი სავსებით შესაძლებელია ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს.
ეკონომისტმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, BMG-ს კითხვის საპასუხოდ იმ რისკებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ელის.
"ეკონომიკური მდგომარეობა არაა მარტივი. თითქოს ამ წუთას არც არაფერი ხდება, მაგრამ შეგვიძლია ველოდოთ მოვლენების საკმაოდ რთულ განვითარებას ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რაც გულისხმობს იმას, რომ ნიშნები, როლებიც არის დღეს ტურიზმის სექტორში, უძრავი ქონების ბაზარზე ნამდვილად დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. მაქვს მოლოდინი, რომ ინვესტიციების მიმართულებით იქნება კლება. ეს პროცესები გავლენას მოახდენს სხვა დარგებზე ჯაჭვური რეაქციით და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, იქნება მოთხოვნის კლება, რაც ეკონომიკაზე აისახება და ეს ყველაფერი საბოლოოდ გამოიწვევს რეცესიას. გამოსავალი არის ყველა სინდისის პატიმრის განთავისუფლება, ახალი არჩევნები და ქვეყნის დაბრუნება ძირითად კონსტიტუციურ საწყისებზე",- ამბობს ეკონომისტი.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეკონომისტებს და ფინანსისტებს ხვდება.