მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რა მოლოდინზე შეიძლება საუბარი, რომ თოვლის ბაბუა არაბეთიდან $6 მლრდ-ს მოგვიტანს და ავშენდებით? " - რესტორატორი

შოთა ბურჯანაძე

რთულია მოლოდინზე საუბარი, როდესაც არ არსებობს არანაირი კონკრეტული მიმართულება, - ამის შესახებ რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისთვის მისი საერთაშორისო მასშტაბით გაცნობა არის მნიშვნელოვანი.

„რთულია მოლოდინზე საუბარი, როდესაც არ არსებობს არანაირი მიმართულება. როდესაც მე მქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ადმინისტრაციასთან მკაფიო ურთიერთობა, გარკვეულ ნაბიჯებს ვქმნიდით. გეგმა იყო მეტი პირდაპირი ფრენები, მეტი ტურისტის მოზიდვა. ამასთან, განვითარებულ ქვეყნებში ქვეყნის გაცნობა. ეს დღეს თუ არ მოხდა, რა მოლოდინზე შეიძლება საუბარი, რომ 6 მლრდ დოლარს მოგვიტანს თოვლის ბაბუა არაბეთიდან და ჩვენ ავშენდებით? ხომ წარმოუდგენელია ამაზე ააწყო გეგმა.

ბიზნესს გარემო სჭირდება, რომ ბიზნესი შექმნას. ის არ არის ვაჭრობა. ის არ არის ვიყიდე - გავყიდე. ბიზნესი არის სამუშაო ადგილების შექმნა, დოვლათის შექმნა, გადასახადების გადახდა. ამ პროცესს თუ ჩვენ მოვწყდებით, ვიღაცამ შეიძლება დღეს ივაჭროს და შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ეს ქვეყნის შემოსავალზე ვერ იმოქმედებს“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

აბუ-დაბიში ვიზიტით მყოფი "ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში უპრეცედენტო - 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები