მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მონეტარული გადაწყვეტილება მიიღო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა?

ecb ლაგარდი

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების არსებულ დონეზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, ანუ ძირითადი განაკვეთი ისევ 2.15%-ზე დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ამ გადაწყვეტილებას ელოდა, ინვესტორების ყურადღება ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებამ მიიპყრო, რომლის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგოპროდუქტების ფასების მერყეობის გამო, ეკონომიკური პერსპექტივა „მნიშვნელოვნად უფრო გაურკვეველი“ გახდა.

ამ განცხადების გამო, ახლა უკვე ინვესტორები ფიქრობენ, რომ წელს ECB რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის.

ნეგატიური მოლოდინის ფონზე, ევროზონის ეკონომიკური სურათი ამჟამად რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორს მოიცავს. ერთი მხრივ, ინფლაცია მიზნობრივ 2%-იან ნიშნულს უახლოვდება, თუმცა მეორე მხრივ, გეოპოლიტიკური დაძაბულობა ქმნის რისკს, რომ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ, შეიძლება, ფასების ახალი ზრდა გამოიწვიოს.

ECB-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილება ახალ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული და ბანკი ნაადრევი ოპტიმიზმის საფუძველზე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები