მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოტივით იზღუდება ბინაში 3-ზე მეტი შინაური ცხოველი? - კანონპროექტის ავტორების განმარტება

შინაური ცხოველები

როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დაცვის მიზნით - ასე განმარტავენ შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტის ავტორები ჩანაწერს, რომლითაც მრავალბინიან სახლში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის (ძაღლი/კატა) ყოლა იზღუდება, თუ ბინის მესაკუთრეს მეზობლების თანხმობა არ აქვს.

კანონპროექტის გამოქვეყნებას საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი მოჰყვა, რასაც კანონპროექტის ავტორები დეზინფორმაციას უკავშირებენ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი “შინაურ ბინადარ ცხოველთა” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს ყალბი ნარატივი მიზნად ისახავს კანონის მიღების ხელის შეშლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები