მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოცულობის დახმარება მიიღო უკრაინამ და ვისგან?

უკრაინა

ომის დაწყებიდან 2024 წლის წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უკრაინამ დახმარების სახით საერთაშორისო პარტნიორებისგან თითქმის 400 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება მიიღო.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანამ ყველაზე მეტი დახმარება ამერიკისგან და ევროკავშირისგან მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი 52% ფინანსური, 42% სამხედრო, ხოლო 6% ჰუმანიტარული დახმარება იყო.

კვლევის მიხედვით, სამხედრო დახმარება განსაკუთრებით 2023 წელს გაიზარდა და 49.6 მილიარდ ევროს მიაღწია, თუმცა შარშან 42 მილიარდ ევრომდე შემცირდა. სამხედრო დახმარებისგან განსხვავებით, 2024 წელს თითქმის 51 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

დახმარება ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • აშშ - 119 მლრდ ევრო
  • ევროკავშირის ინსტიტუტები - 115.7 მლრდ ევრო
  • გაერთიანებული სამეფო - 27.2 მლრდ ევრო
  • გერმანია - 25.5 მლრდ ევრო
  • იაპონია - 16.8 მლრდ ევრო

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ის დახმარების უდიდესი ნაწილი სამხედრო სფეროს ეხებოდა. განსხვავებით ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, რომლის დახმარების დიდი ნაწილი ფინანსური იყო, ხოლო დანარჩენი ჰუმანიტარული. რაც შეეხება გერმანიას და დიდ ბრიტანეთს, ისინი უკრაინას ძირითადად სამხედრო კუთხით ეხმარებოდნენ. ფინანსური და სამხედრო დახმარების გარდა, ომის გამო უკრაინა თითქმის 5 მლნ ადამიანმა დატოვა. კვლევაში წერია, რომ გერმანიამ ყველაზე მეტი 1.2 მლნ-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო; მეორე ადგილს პოლონეთი იკავებს 985 104 ლტოლვილით, მესამე ადგილზე კი ჩეხეთია 389 830 ლტოლვილით. ამ სამმა ქვეყანამ ჯამში უკრაინელების 52% მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები