მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკისთვის რომელი საფრთხეა ყველაზე მწვავე? - ეკონომისტების შეფასება

640ef037a8ea6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 23:00
727
ეკონომისტების 83% თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს - ამის შესახებ
PMC კვლევითი ცენტრის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის I კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული.

აღსანიშნია, რომ კვლევითი ცენტრის მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, რომელშიც 60 ეკონომისტი მონაწილეობდა, ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები შეაფასეს.

გამოკითხულთა უმრავლესობამ - 44%-მა საქართველოს ეკონომიკისთვის უნარების შეუსაბამობა ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა. საერთო ჯამში, ეკონომისტების 83% ფიქრობს, რომ უნარების შეუსაბამობა ამჟამად ძალიან მაღალ ან მაღალ საფრთხეს ეკონომიკისთვის წარმოადგენს.

ეკონომისტების თითქმის 83% რუსეთის ომს უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ მიიჩნევს. ამასთან, ეკონომისტების უმეტესობა - 61% გაცვლითი კურსის
მერყეობას ზომიერ საფრთხედ მიიჩნევს;

განსხვავებული მოსაზრებები აღინიშნება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მაღალი იმიგრაციის შესახებ 50% მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხეა, ხოლო 50% თვლის, რომ დაბალი ან ზომიერი საფრთხეა;

ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში ეკონომისტები საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ.

გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია, თუმცა მოლოდინი ოდნავ გაუმჯობესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს  2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ და 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებითსაგრძნობლად გაუმჯობესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები