მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას პრობლემების სხვაზე გადაბრალებას - ილია წულაია

64bbbbb17a5ea
ალა ისპირიანი
22.07.23 15:30
1286
ბიზნესმენ ილია წულაიას მოსაზრებით, ქვეყნის განვითარებისთვის მეტი შრომა და საქმის კეთებაა საჭირო. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, წუწუნი და პრობლემების სხვაზე გადაბრალება უნდა დასრულდეს.

„წუწუნს წერტილი უნდა დაესვას... წუწუნს თუნდაც დასაქმებაზე; როცა რამე პრობლემაა, სხვაზე გადაბრალება ხდება და არა საკუთარ თავზე, ამას თუ თითოეული ჩვენგანი წერტილს დაუსვამს, ქვეყანა უფრო სწრაფი ნაბიჯით განვითარდება. უფრო მეტი შრომა და საქმის გაკეთებაა საჭირო.

ბევრ ბიზნესთან მაქვს შეხება და დასაქმებულების მიდგომა ვიცი - ჩვენს ქვეყანაში ბევრისგან გამიგია, რომ უფრო სხვაზე ხდება პრობლემების გადაბრალება, ვიდრე საკუთარ თავზე. ამ დროისთვის კარგი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანა თითოეულმა ჩვენგანმა წინ წავიყვანოთ და განვავითაროთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა, „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები