მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, “არქის” ისტორიაში ყველაზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა, ვიდრე სხვა ანალოგიურ პერიოდებში - წულაია

64bbcbdf96f5e
ალა ისპირიანი
22.07.23 19:25
1063
დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ უძრავი ქონების სექტორში ტენდენციებზე და მოლოდინებზე ისაუბრა.

მან ყურადღებაა გაამახვილა, განსაკუთრებით ბოლო დროს უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნაზე და „არქის“ მაგალითზე თქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლო 6 თვეში კომპანიამ ყველაზე მეტი რაოდენობის ბინა გაყიდა, ვიდრე სხვა წლების ანალოგიურ პერიოდში.

კითხვაზე, თუ რა განაპირობებს მოთხოვნის ზრდას, ბიზნესმენმა უძრავ ქონებაში ინვესტირების გაზრდილი ინტერესი გამოყო.

„მყიდველები, 90%-ზე მეტი ქართველები არიან... მიგრანტები კი, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ, მათ შორის უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, უძრავ ქონებას ქართველებისგან ქირაობენ, ამიტომ მათ აქვს მოტივაცია უძრავი ქონება საინვესტიციოდ შეიძინონ, რადგან ქირის ფასი გაორმაგებულია.

ჩვენი კომპანიის არსებობის ისტორიაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი რაოდენობის უძრავი ქონებაა გაყიდული, ვიდრე ეს პერიოდი ნებისმიერი წლის სხვა 6 თვეს რომ შევადაროთ - საუბარია თბილისზე“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბინების შეძენას, მან თქვა, რომ ასეთი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ჰქონდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები