I კვარტალში, საქართველოში 566.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინასწარ მონაცემთან შედარებით 14%-ით მეტია. დაზუსტებული მონაცემი „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით საინვესტიციო პორტფელის 69.7 მლნ დოლარით ზრდა რამდენიმე საწარმოს მიერ სააქციო კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტებამ განაპირობა.
საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლიდან. მათ შორის რამდენიმე კომპანიის მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტების გამო 2022 წლის FDI -ის მაჩვენებელი თითქმის 100 მლნ დოლარით 2.09 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
9 ივნისს „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტოპ 10 კომპანიის ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ასე გამოიყურებოდა: (კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ექსელუს ჰოლდინგსი (Indorama);
შპს მაგთიკომი;
შპს თბილისი ენერჯი;
შპს ტავ ურბან საქართველო;
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminals);
სს მინა;
შპს ტოიოტა კავკასია;
სს ბიჯეო ჯგუფი;
შპს აზია ჯგუფი;
ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.